Top
ტელეფონი:
+995 595 31 05 94
მისამართი:
თბილისი, ლიახვის ქუჩა №23


გესაჭიროებათ მებაღის დახმარება?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ქართულ ბაღში

მე მქვია ბებური პაიჭაძე და გიწვევთ ჩვენი სანერგის „ქართული ბაღის“ საიტზე. ამ სანერგის დამფუძნებელი თავად მე გახლავართ. ჩემი პირველად განათლება არის მხატვარი-მონუმენტალისტი. დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია. გარკვეული დროის მანძილზე ვიმუშავე კუნძულ კვიპროსზე ხატმწერად და მხატვრად. ვაკვირდებოდი რა კვიპროსის ბაღების გამწვანების მაღალ დონეს, იქ მყოფობის პერიოდში გამიჩნდა იდეა შემექმნა ჩემი სანერგე.

დავბრუნდი რა საქართველოში, მე ჩემს ოჯახთან ერთად მოვაწყვე ჩვენს ბაღში და აგარაკზე დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე მეურნეობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვსწავლობდი მცენარეების მოვლა-მოშენებას და გამრავლებას. ამ დროს გამიჩნდა აზრი შემეგროვებინა ენდემური დეკორატიული მცენარეები და გამეშენებინა ქართული ბაღი; გამომეყენებინა არა მარტო ქართული მცენარეები, არამედ მომეფიქრებინა ქართული ბაღის სტილიც. სწორედ აქედან გაჩნდა იდეაც - დამერქმია ჩემი ბაღისთვის "ქართული ბაღი", სადაც სხვა დეკორატიულ მცენარეებთან ერთად წარმოდგენილი იქნებოდა ქართული ენდემური დეკორატიული მცენარეები.

ჩვენს სანერგეში წარმოდგენილი დეკორატიული მცენარეები ადაპტირებულია ჩვენს კლიმატთან, ისინი ჩვენს მიერაა გამრავლებული და გამოზრდილი ჩვენს მიწაზე, ამიტომ შეიძენთ რა მცენარეებს ჩვენს სანერგეში თქვენი ბაღებისა თუ აივნებისთვის, დარწმუნებული იყავით ჩვენი ნერგების ხარისხში.

ჩვენი მომსახურება

ჩვენს მომსახურებაში შედის მცენარეების დარგვა, კომპლექსური მოვლა, ბალახის გაკრეჭვა, ლანდშაფტის დიზაინი,
კეთილმოწყობა, გამწვანება და სარწყავი სისტემის დაყენება.

გამწვანება

ამ მომსახურება შედის ტერიტორიის გამწვანების და კეთილმოწყობის მთელი სპექტრი, რაც გულისხმობს ლანდშაფტის დიზაინს, ნერგების შერჩევა-დარგვას, მცენარეების გასხვლა-ფორმირებას, წამლობას, სასუქების შეტანას და შემდგომ კომპლექსურ მოვლას.

პროექტირება

მებაღისა და ლანდშაფტის დიზაინერის მომსახურება, რომლებიც აპროექტებენ თქვენს აგარაკს, ეზოს, ბაღს, აივანს, ვერანდას.

ნერგები

ჩვენს სანერგეში წარმოდგენილი ყველა მცენარე ადაპტირებულია ჩვენს კლიმატთან, გამრავლებულია ჩვენს მიერ და შეგუებულია ადგილობრივ ნიადაგს.

ბაღის მოვლა

ბაღის მოვლის კომპლექსური მომსახურებაში შედის: დარგვა, გასხვლა, შეწამლვა, სასუქების მიცემა, ბალახის გაკრეჭა და დასუფთავება.

მორწყვა

ჩვენს შეგირჩევთ, დავაპროექტებთ და დაგიმონტაჟებთ თქვენი ნაკვეთისთვის სარწყავ სისტემას და პერიოდულად მოვემსახურებით მას.

გაზონები

გაზონების გაფორმება. ბალახის დაგება სხვადასხვა ხარისხის და ფასის მიხედვით. აგრეთვე ბალახის თესლით შეთესვა.

კომპოზიციები

ჩვენ დაგეხმარებით ქოთნებისთვის და ალპინარიუმისთვის კომპოზიციების შექმნაში და მათთვის სანერგე მასალის შერჩევაში.

მასტერ-კლასები

თემატური მასტერ-კლასები ყვავილებისა და მცენარეების დარგვასა და მოვლაში მოზარდებისა და უფროსებისთვის.

მომსახურება

თბილისის ფარგლებში მცენარეების მიწოდება და კონსულტაცია.

Georgian Garden

საუკეთესო ფასები, მრავალწლიანი გამოცდილება და მომსახურების მაღალი ხარისხი.

ფასი

ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასები თბილისში, რაც არ ნიშნავს ყველაზე იაფს, რადგან ხარისხი და ფასი უნდა იყოს დაბალანსებული. რადგან ჩვენი სანერგე ჩვენი საოჯახო ბიზნესია, ჩვენ თავად ვამრავლებთ მცენარეებს, ჩვენ არ ვართ დამოკიდებული უცხოეთიდან შემომტანების ფასებზე.

ხარისხი

ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ნერგებისა და მომსახურების მაღალი ხარისხი.

სერვისი

ჩვენ ვიცით და გვიყვარს ჩვენი საქმე, გვიყვარს მცენარეები, ვამრავლებთ და ვუვლით მათ. გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს.

ჩვენი მცენარეები

ჩვენს სანერგეში წარმოდგენილი დეკორატიული მცენარეები ადაპტირებულია ჩვენს კლიმატთან, ისინი ჩვენს მიერაა გამრავლებული და გამოზრდილი ჩვენს მიწაზე, ამიტომ შეიძენთ რა მცენარეებს ჩვენს სანერგეში თქვენი ბაღებისა თუ აივნებისთვის, დარწმუნებული იყავით ჩვენი ნერგების ხარისხში.

მდებარეობს კატალოგის რეკონსტუქცია

დაგვიკავშირდით

  • ტელეფონი:

    +995 595 31 05 94

  • მისამართი:

    თბილისი, სანზონა, ლიახვის #23
    (მეტრო „ღრმაღელე“)

  • E-mail:

    geogarden4u@gmail.com

  • სამუშაო საათები:

    10:00 - 19:00